
სარეაბილიტაციო ცენტრი ”სანნი” დაფუძნდა ქ. თბილისში 2011 წელს. ცენტრში მუშაობენ უკრაინიდან მოწვეული მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება წამყვან სარეაბილიტაციო კლინიკებში.
ცენტრის ფუნქციონირებას საფუძვლად უდევს რეაბილიტაციის კლასიკური მეთოდების გამოყენება. აღნიშნული მეთოდები გამოიყენება შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:
- ცერებრალური დამბლა (ყველა ფორმა, მათ შორის სპასტიური მონოპარეზი, პარაპარეზი, ჰემიპარეზი, ტეტრაპარეზი, ატონიურ-ასტატიკური, შერეული, ჰიპერკინეტიკური ფორმა და სხვა)
- მოტორული განვითარების შეფერხება ადრეული ასაკის ბავშვებში
- გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმების, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები და ნეიროინფექციების ნარჩენი მოვლენების შემდგომ პერიოდში
- სახსრების მოძრაობის შეზღუდვა (კონტრაქტურა, არტრიტი, არტროზი, არტროგრიპოზი)
- ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი გამოხატული კუნთოვანი დაჭიმულობის სინდრომებით, ტკივილის, მოძრაობის და სისხლძარღვოვანი დარღვევებით
- I-II ხარისხის სკოლიოზი
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (პარეზები, პლექსიტები და სხვა).
- ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები ორთოპედიაში და ტრავმატოლოგიაში.
რეაბილიტაციის პროგრამა გათვალისწინებულია 12 დღიან მკურნალობის კურსზე და მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
- სამკურნალო ფიზკულტურის ინდივიდუალურად შემუშავებული პროგრამა
- მექანოთერაპია
- კიდურების სახსრების პასიური დამუშავება
- მანუალური თერაპია
- სამკურნალო მასაჟის ინდივიდუალურად შემუშავებული სქემა
- ფიზიოთერაპია (ოზოკერიტომკურნალობა)
ასევე ჩვენ ცენტრში ტარდება რეგულარული სამკურნალო ფიზკულტურის ვარჯიშები და ინდივიდუალური მასაჟის კურსები.
კურსის განმავლობაში ყოველ პაციენტს უტარდება სისტემატური ვიდეოკონტროლი დადებითი დინამიკის შემდგომი ანალიზისათვის.


