ცერებრალური დამბლის კლასიფიკაცია ხდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენადაა დარღვეული მოძრაობის ფუნქციები და რამდენად არის გავრცელებული ეს დარღვევები. გამოყოფენ მოძრაობის დარღვევის ხუთ ტიპს:
- სპასტიური - კუნთების ტონუსის მომატება,რომლის გამოვლინებაც მცირდება განმეორებითი მოძრაობებით;
- ატეტოზი - მუდმივი უნებლიე მოძრაობები;
- რიგიდული - მკვრივი, დაჭიმული კუნთები, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგება პასიურ მოძრაობებს
- ატაქსია - წონასწორობის დარღვევა ხშირი წაქცევებით;
- კიდურების (კანკალი) ტრემორი
დაახლოებით დაავადების 85% შეადგენს სპასტიური ან ატეტოიდური ტიპის დარღვევები.
სიმპტომების ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ ფორმებს:
- მონოპარეზი (ერთი კიდურის ჩათრევით)
- ჰემიპარეზი ( სხეულის ერთი მხარის ზედა და ქვედა კიდურის მთლიანი ან ნაწილობრივი ჩათრევით)
- პარაპარეზი (ზედა ორივე ან ქვედა ორივე კიდურის ჩათრევით)
- ტეტრაპარეზი (ოთხივე კიდურის ნაწილობრივი ან მთლიანი ჩათრევით)
- ატონიურ-ასტატისებური ფორმა (სხეულის დამოურჩილებლობა)
- შერეული
- ჰიპერკინეტიკური ფორმა