Sanni

GeorgianRussian (CIS)English
  • Facebook: centersanni

ნეირორეაბილიტაცია (ცერებრალური დამბლა, ინსულტის შემდგომი მდგომარეობები და სხვა)

ორთორეაბილიტაცია (სქოლიოზი და სხვა)

უკრაინიდან მოწვეული სპეციალისტები

ცენტრის შესახებ

 სარეაბილიტაციო ცენტრი ”სანნი” დაფუძნდა ქ. თბილისში 2010 წელს. ცენტრში მუშაობენ უკრაინიდან მოწვეული მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები, რომლებსაც გააჩნიათ მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება წამყვან სარეაბილიტაციო კლინიკებში.

 ცენტრის ფუნქციონირებას საფუძვლად უდევს რეაბილიტაციის კლასიკური მეთოდების გამოყენება. აღნიშნული მეთოდები გამოიყენება შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:

  • ცერებრალური დამბლა (ყველა ფორმა, მათ შორის სპასტიური მონოპარეზი, პარაპარეზი, ჰემიპარეზი, ტეტრაპარეზი, ატონიურ-ასტატიკური, შერეული, ჰიპერკინეტიკური ფორმა და სხვა)
  • მოტორული განვითარების შეფერხება ადრეული ასაკის ბავშვებში
  • გადატანილი ქალა-ტვინის ტრავმების, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები და ნეიროინფექციების ნარჩენი მოვლენების შემდგომ პერიოდში
  • სახსრების მოძრაობის შეზღუდვა (კონტრაქტურა, არტრიტი, არტროზი, არტროგრიპოზი)
  • ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი გამოხატული კუნთოვანი დაჭიმულობის სინდრომებით, ტკივილის, მოძრაობის და სისხლძარღვოვანი დარღვევებით
  • I-II ხარისხის სქოლიოზი
  • პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები (პარეზები, პლექსიტები და სხვა).
  • ოპერაციის შემდგომი მდგომარეობები ორთოპედიაში და ტრავმატოლოგიაში.

 რეაბილიტაციის პროგრამა გათვალისწინებულია 11-22 დღიან მკურნალობის კურსზე. კურსის განმავლობაში პაციენტი არი ნევროლოგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის და რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. კურსი მოიცავს შემდეგ პროცედურებს:

ცენტრის სპეციალისტების მიერ შესაძლებელია სამკურნალო ფიზკულტურის და მასაჟის ჩატარება სახლში ან სტაციონარში.

ასევე ჩვენ ცენტრში ტარდება რეგულარული სამკურნალო ფიზკულტურის ვარჯიშები და ინდივიდუალური მასაჟის კუსები. საჭიროების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაძლებელია მაღალკვალიფიცირებული ორთოპედ-ტრავმატოლოგის მიერ ა ტიპის ბოტულის ინექციის (ბოტოქსი, დისპორტი) პათოლოგიურად დაჭიმულ კუნთში გაკეთება.

კურსის განმავლობაში ყოველ პაციენტს უტარდება სისტემატური ვიდეოკონტროლი დადებითი დინამიკის შემდგომი ანალიზისათვის.

 
მთავარი