Sanni

GeorgianRussian (CIS)English
  • Facebook: centersanni

ცერებრალური დამბლა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

abცერებრალური დამბლა გამოწვეულია თავის ტვინის დაზიანებით, რომელიც ვლინდება ადრეულ ასაკში და ახასიათებს მოძრაობების შეზღუდვა: დამბლა, კუნთების სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, უნებლიე მოძრაობები.

ცერებრალური დამბლის დროს თავის ტვინში არსებული დაზიანებები აისახება კიდურების , თავის, კისრის ან სხეულის კუნთების ნორმალური აქტიურობის დარღვევაში.

სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია თავის ტვინის დაზიანების ხარისხზე და მერყეობს სუსტი, მცირედ გამოხატულიდან ძალიან მძიმე მდგომარეობამდე. ცერებრალურ დამბლას შეიძლება თან ახლდეს ეპილეპსიური გულყრები, ინტელექტუალური განვითარებისა და მეტყველების დარღვევები. ხანდახან თან ახლავს მხედველობის და სმენის დაქვეითება.

ცდ-ით დაავადებული ბავშვები ხშირად ტოვებენ ინტელექტუალურად შეზღუდულის შთაბეჭდილებას, რაც ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს. დაავადება არ გადადის მემკვიდრეობით, არ პროგრესირებს და არის სტატიური. ცერებრალური დამბლა არ არის პაციენტის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი,მაგრამ მოქმედებს ცხოვრების ხანგრძლივობაზე. მკურნალობის სპეციფიური თერაპია არ არსებობს.

 
მთავარი ც.დ.-ის შესახებ