Sanni

GeorgianRussian (CIS)English
  • Facebook: centersanni

ცერებრალური დამბლის ფორმები

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ცერებრალური დამბლის კლასიფიკაცია ხდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენადაა დარღვეული მოძრაობის ფუნქციები და რამდენად არის გავრცელებული ეს დარღვევები. გამოყოფენ მოძრაობის დარღვევის ხუთ ტიპს:

  • სპასტიური - კუნთების ტონუსის მომატება,რომლის გამოვლინებაც მცირდება განმეორებითი მოძრაობებით;
  • ატეტოზი - მუდმივი უნებლიე მოძრაობები;
  • რიგიდული - მკვრივი, დაჭიმული კუნთები, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგება პასიურ მოძრაობებს
  • ატაქსია - წონასწორობის დარღვევა ხშირი წაქცევებით;
  • კიდურების (კანკალი) ტრემორი

დაახლოებით დაავადების 85% შეადგენს სპასტიური ან ატეტოიდური ტიპის დარღვევები.

სიმპტომების ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ ფორმებს:

  • მონოპარეზი (ერთი კიდურის ჩათრევით)
  • ჰემიპარეზი ( სხეულის ერთი მხარის ზედა და ქვედა კიდურის მთლიანი ან ნაწილობრივი ჩათრევით)
  • პარაპარეზი (ზედა ორივე ან ქვედა ორივე კიდურის ჩათრევით)
  • ტეტრაპარეზი (ოთხივე კიდურის ნაწილობრივი ან მთლიანი ჩათრევით)
  • ატონიურ-ასტატისებური ფორმა (სხეულის დამოურჩილებლობა)
  • შერეული
  • ჰიპერკინეტიკური ფორმა
და სხვა.
 
მთავარი ც.დ.-ის შესახებ ც.დ.-ის  ფორმები