Sanni

GeorgianRussian (CIS)English
  • Facebook: centersanni

კიდურების სახსრების პასიური დამუშავება

ელფოსტა ბეჭდვა PDF

კიდურების სახსრების პასიური დამუშავება არის მიმართული მოძრაობის გაუმჯობესებისაკენ, სახსრებში ამპლიტუდის და მოძრაობის სიჩქარის გაზრდისაკენ, სახსროვან-კუნთოვანი დისბალანსის კორექციისაკენ, სახსრებში ტროფიკის გაძლიერებისკენ.

 გაძლიერებისკენ. ცნობილია, რომ ტონუსის დარღვევა კუნთებში (ზოგიერთში სპასტიკა, ზოგში-ჰიპოტონია) იწვევს კიდურების სახსრებში ფუნქციონალური ბლოკადების გაჩენას. ქსოვილებში იზრდება დისტროფიული ცვლილებები, უარესდება მათი კვება, რაც იწვევს დაზიანებული კუნთების დამოკლებას. დასაწყისისათვის სახსრებში ჩნდება ფუნქციონალური კონტრაქტურები, რომელიც შეიძლება აღმოიფხვრას აქტიური მკურნალობის პროცესში, ხოლო მძიმე შემთხვევაში-ორგანული, როცა სახსარი საერთოდ არ მოძრაობს.

 დასაწყისში მუშავდება მსხვილი სახსრები (ფეხებზე მენჯ-ბარძაყის,მუხლების; ხელებზე-მხრების და იდაყვის) ხოლო შემდეგ ტერფისა და მტევნის წვრილი სახსრები. გამოიყენება კლასიკური მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს სახსრის მსუბუქად გამოყვანას პასიური მდგომარეობიდან, მასზე გარკვეული დატვირთვის ზემოქმედებით.

 
მთავარი მკურნალობა კიდურების სახსრების პასიური დამუშავება