სამკურნალო ფიზკულტურის ინდივიდუალურად შემუშავებული პროგრამა

ბეჭდვა

ეს პროგრამა მიმართულია არსებითი ფუნქციების დასახვეწად და ახალი მოტორული ფუნქციების ფორმირებაზე, მნიშვნელოვანი ყოველდღიური უნარჩვევების დაუფლებაზე.

შედეგად უმჯობესდება მოძრაობა, ხდება კუნთოვან-სახსროვანი აპარატის გამაგრება, იზრდება პაციენტების შინაგანი მოტივაცია.

პროგრამა ეყრდნობა კინეზოთერაპიის კლასიკური მეთოდებით მკურნალობას პაციენტის მდგომარეობის, ფსიქონევროლოგიური სტატუსის და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. პაციენტის მოძრაობითი შესაძლებლობების გააქტიურება ხორციელდება ეტაპობრივად პერიფერიიდან ცენტრის მიმართულებით.

ახალი მოტორული ფუნქციების ათვისება ხორციელდება შემდეგი პრინციპის მეშვეობით: ”პასიურიდან პასიურ-აქტიურის გავლით აქტიური მოძრაობებისაკენ”. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება მოძრაობის სწორ შესრულებას.

ეფექტური რეაბილიტაციისთვის აუცილებელია რეჟიმის გაგრძელება სახლის პირობებში რეკომენდირებული ვარჯიშების კომპლექსის გამოყენებით. აღნიშნული მიზნით მშობლები იღებენ მონაწილეობას სამკურნალო ფიზკულტურის პროგრამაში და ითვისებენ საჭირო ვარჯიშების კომპლექსს.

ფიზკულტურის ინდივიდუალურად შემუშავებულ პროგრამაში შედის მექანოთერაპია და კიდურების სახსრების პასიური დამუშავება.