ფიზიოთერაპია (ოზოკერიტომკურნალობა)- ოზოკერიტომკურნალობა გამოიყენება კურორტებსა და კლინიკებში, ფიზიოთერაპევტულ განყოფილებებში. ოზოკერიტი არის ნავთობის ბითუმების ჯგუფის მინერალი, რომელიც გვაგონებს ვოსკს. შეიცავს 85% ნახშირწყლებს და 14% წყალბადს, აგრეთვე ცერეზინს, პარაფინს, ნავთობპროდუქტებს, მინერალურ ზეთებს, რომლებსაც გააჩნიათ სამკურნალო თვისებები.
რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე(60-70Cმდე) ისე, რომ არ გამოიწვიოს დამწვრობა. ახასიათებს მაღალი სითბოს შენარჩუნება, მინიმალური სითბოს გამტარობა და შენელებული სითბოს გაცემა.
ზემოქმედებს ორგანიზმზე ტემპერატურული, ქიმიური და მექანიკური ფაქტორების გამო. ოზოკერიტს აქვს თვისება შემცირდეს მოცულობაში 10-12%ით, რაც იწვევს ქსოვილების მსუბუქ შევიწროვებას.
ხელს უწყობს შეშუპების შემცირებას. მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ანტისპასტიური საშუალება. დადგენილია, რომ ოზოკერიტით მკურნალობა უფრო ეფექტურია, ვიდრე პარაფინომკურნალობა. ოზოკერიტომკურნალობა აქტიურად გამოიყენება ნეირორეაბილიტაციაში.